Friday, January 13, 2012

uflis siyvarulit patara angelozebi angelozebi

Tuesday, 10 January 2012

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 2


–გამარჯობა,მშვენიერო ანგელოზო,ისევ მოხვედი?
–კი,მოვედი.მე სულ შენთან  ვარ,დაგავიწყდა?
–ხო,შენ ხომ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ?
–ყოველთვის ვერ დამინახავ,მაგრამ სულ შენთან ვარ.
–რატომ ხარ ისევ მოწყენილი,ანგელოზო,ისევ ჩემს გამო?
–კი,შენს გამო.
–ყველაფერს ისე ვაკეთებ,როგორც მასწავლე:ვლოცულობ,ვმარხულობ,ეკლესიურად ვცხოვრობ,უფლის სიყვარულს ვეძებ,ცოდვებს ვინანიებ,მოწყალებას გავცემ.ეს საკმარისი არ არის?
–არა,არ არის.
–უფალი რამეზე მიბრაზდება?
–არა,უფალი არავის უბრაზდება.მას უზომოდ უყვარხართ.გული კი ბევრ რამეზე შესტკივა.შენზეც
–რატომ?
–იმიტომ რომ მთავარი გავიწყდება.
–რა არის მთავარი?
–სამნი მოწმობენ ცაში,მამა ძე და სულიწმინდა,და ეს სამი ერთია.ეს ხომ იცი?
–კი,ანგელოზო,ვიცი.
–ადამიანშიც სამებაა–სინანული,მადლიერება და მიტევება.აი ეს სამი ადამიანის სამებაა.თუ რომელიმე გაკლია,უფალს ვერ იპოვი,მის სიყვარულს ვერ შეიგრძნობ.ეს სამი სიყვარულია.სიყვარული კი თავად ღმერთია.თუ სიყვარული გაქვს,ღმერთი შენშია.
–მე რა მაკლია?
–მადლიერება გაკლია.ის დანარჩენი ორის ძმაა,ტყუპის ცალი.უერთმანეთოთ ვერ ცოცხლობენ და ერთ მთლიანს ვერ ქმნიან.შენ სინანული გაქვს,მიმტევებელიც ხარ,მოწყალებასაც გასცემ,მადლიერება კი არ გაქვს.
–მასწავლე,ანგელოზო,გევედრები.
–კარგი გასწავლი.მისმინე.ყოველთვის,როდესაც უფალთან ლოცვაში სინანულს გამოხატავ,მადლიერებასაც ნუ დაივიწყებ.და ასე ილოცე:
უფალო იესო ქრისტე,გმადლობ რომ ჯვარს ეცვი ჩვენი ცოდვების გამო და ჩვენი სულების გადასარჩენდ,სისხლით და ხორცით ეწამე ჩვენთვის,ცოდვილთათვის.გევედრები,ნუ დამივიწყებ და მომიხსენე უფალო,ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა,რამეთუ  შენ ხარ მე  ძე ღვთისა და ჭეშმარი ღმერთი ჩვენი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ!
–სულ ეს არის?
–არა,მერე დაამატე:
მადლიერი ვარ,უფალო,იმ დაუშრეტელი წყალობისათვის,რაც დღემდე მოგინიჭებია მადლითა შენითა.მადლიერი ვარ გონების,აზროვნების გამო,ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამო,მადლიერი ვარ ყოველი ნაბიჯის ,ყოველი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის,ყოველი გულისცემის გამო.მადლიერი ვარ სისხლის ყოველი წვეთის ,სხეულის ყოველი უჯრედის ,თმის ყოველი ღერის გამო.მადლიერი ვარ ყოველი გრძნობის გამო..მადლიერი ვარ ყოველი ლუკმა საზრდელისათვის,ყოველი ყლუპი სასმელისათვის,ყოველი შესამოსელისათვის.მადლიერი ვარ სიმშვიდისა და სულიერი საკვებისათვის.მადლიერი ვარ იმ უძვირფასესი ადამიანების გამო,ვინც ცხოვრებაში ჩემთვის გიჩუქებია,მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გამო,მადლიერი ვარ იმ უამრავი სიხარულისთვის,რაც მათ მოუნიჭებიათ ჩემთვის მადლითა შენითა..მადლიერი ვარ პატიების გამო იმ უამრავი ცოდვისა,რომელიც ჩამიდენია შეგნებულად თუ შეუგნებლად.მადლიერი ვარ შენი დიდსულოვნების და უსაზღვრო სიყვარულის გამო,იმ უზარმაზარი სიყვარულის გამო,რომლითაც გიყვარვარ.მადლიერი ვარ იმ უამრავი წყალობის გამო,რომელსაც ვგრძნობ და რომელსაც ვერ ვგრძნობ ჩემი უმეცრების და უგუნურების გამო.მადლიერი ვარ ყოველი გათენებული და დაღამებული დღის გამო.მადლიერი ვარ ყოველი აურაცხელი ხილული და უხილავი წყალობისათვის,რაც ჩემთვის და ჩემი ახლობელი ადამიანებისათვის მოგინიჭებია,რაზეც მთელი სიცოცხლე არ მეყოფა,რომ ჩამოვთვალო,თუმცა ვიცი,რომ არაფრის ღირსი არ ვარ.შენი სახელის ხსენების ღირსიც კი არ ვარ.შემიწყალე,უფალო,მე ცოდვილი.
გაიგე?
–გავიგე,ჩემო ანგელოზო,დიდი მადლობა.
–დაიძინე ახლა და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.




–ღამე მშვიდობისა ანგელოზო.

uflis wyaloba aqvt,exla tqveni madlis imedad arian es patareb

siyvaruli

patara nikolozi yoveltvis ragacaze fiqrobs.netavi vicode raze.es albat marto ufalma icis

dedashviloba

mogesalmebit chemo tanamemamuleno.patara nikusha daavadebulia serebruli damblis umdzimesi formit da orive tvalit usinatloa.samagierod uflis rcheuli patara angelozia.roca eqimebma imedi gadamiwures rom 9 wlamde icocxlebda da verasdros dailaparakebda.uflis madlma da dzalam aalaparaka da dges 15 wlisa.tuki odesme vinmes survili geqnebat madlis gacemis gtxovt gaixsenot nikusha.ufals ebarebodet